„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიებს ტოვებენ, აღნიშნულს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. თავდაცვის უწყების სპიკერის განცხადებით, ჯარების გადაჯგუფება ახალი მანევრია, რაც "სპეციალური სამხედრო ოპერაციების" მიზნების მიღწევას ემსახურება.
"რუსეთის სამხედრო ნაწილებმა დატოვეს იზიუმი, კაპიტოლოვკა,ოსკოლი, კამიანკა. სამი დღის განმავლობაში განხორციელდა ოპერაცია იზიუმ-ბალაკლიას ჯარების შეზღდვისა და გადაყვანის მიზნით, დონეცკის ოლქში. ასეთი მანევრის მიზეზი, რომელსაც მესიჯში ჯარების გადაჯგუფება ეწოდა, იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მიღწევის აუცილებლობა, რაც მოითხოვს დონეცკის მიმართულებით ძალისხმევას, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერმა.