1785404135
რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს
რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს ინფორმაციას.
თავდასხმის შედეგად ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა Wildberries-ის დაახლოებით 90 000 კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური კომპლექსი.
თავდასხმის შემდეგ დახარისხების ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, აღნიშნული ლოგისტიკური ცენტრი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ჰაბია, რომელიც რუსეთის ვოლგისპირეთის (პრივოლჟის) ფედერალურ ოლქს ემსახურება.












