„მდინარემ ჩაითრია, ვერაფერი ვუშველეთ...“ - ქუთაისში, 30 წლის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა
1785355286
პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ფეხბურთელმა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ერნანდესმა, ცნობილ ესპანელ მოდელსა და კონტენტ-კრეატორ ვიქტორია ტრიაისთან იქორწინა. გრანდიოზულ საქორწილო ცერემონიას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის, საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად.
ქორწილის დეტალები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი ვიქტორია ტრიაის ერთ-ერთმა Instagram Story-მ მიიპყრო, რომელიც სწორედ ნიცა თავაძეს უკავშირდება.

საქმე ინგლისურ საქორწილო ტრადიციას – "Something old, something new, something borrowed, something blue" („რაღაც ძველი, რაღაც ახალი, რაღაც ნათხოვარი და რაღაც ლურჯი“) – ეხება. ტრადიციის მიხედვით, პატარძალს ქორწილის დღეს უნდა ჰქონდეს ძველი, ახალი, ნათხოვარი და ლურჯი ნივთი, რომლებიც ოჯახის, ახალი ცხოვრების, იღბლისა და ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევა.
ვიქტორია ტრიაიმ ამ ტრადიციის შესრულებისას Instagram Story-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ხელში მაკიაჟის პროდუქტი უჭირავს. ფოტოს თან ახლავს წარწერა „Something blue, something borrowed“, ხოლო პოსტში მონიშნულია ნიცა თავაძე.
სავარაუდოდ, სწორედ ნიცასგან ნათხოვარი ლურჯი ნივთი გახდა პატარძლის საქორწილო რიტუალის ნაწილი, რითაც მან მრავალწლიანი ინგლისური ტრადიცია შეასრულა.