ცოლზე ძალადობის ბრალდებით, ქობულეთში, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს

პოლიციის სირენა

სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.