რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა

ჰორმუზი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.

უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრუტე რუსეთისთვის ღიაა.

„ჩვენთვის ჰორმუზი ღიაა“, - განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან აკავშირებს. მასზე გადის გლობალური ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი.