თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილში მოკლეს
1756412736
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი ბოლო იერიშით დონალდ ტრამპი არ იყო კმაყოფილი, თუმცა არც გაკვირვებული ყოფილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორ ქვეყანაზე, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ომში არიან. რუსეთმა ეს თავდასხმა კიევზე განახორციელა. უკრაინა კი ცოტა ხნის წინ თავს დაესხა რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს. ფაქტობრივად, მათ აგვისტოში რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 20% გაანადგურეს“, – აღნიშნა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტის თქმით, ტრამპი „აგრძელებს სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს“ და სურს ომის დასრულება, რათა შეწყდეს ადამიანების მკვლელობა.
„შესაძლებელია, რომ ამ ომის ორივე მხარე თავად არ იყოს მზად მის დასასრულებლად. პრეზიდენტს სურს მისი დასრულება, მაგრამ ამ ორი ქვეყნის ლიდერებსაც უნდა სურდეთ მისი დასრულება. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ბრიფინგზე.
ამ დროის მონაცემებით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა