„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ნორვეგიის სამეფოს ელჩი რუნე რესალანდი, რომელსაც გადასცეს მტკიცე პროტესტი ნორვეგიის გენერალური საკონსულოს კონსულის, ელიზაბეტ ელინგსენის, "მიუღებელ ქცევასთან" დაკავშირებით,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ კომენტარში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამა წლის 6 ივლისს მურმანსკის სასტუმროში მყოფმა ნორვეგიის კონსულმა "თავს შეურაცხმყოფელი რუსოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა".
ტელეგრამის არხით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო ოთახის დალაგების ლოდინისგან შეწუხებული ელინგსენი შეუფერებელი სიტყვებით მოიხსენიებს რუსებს.
"მომხდარის შემდეგ, ელიზაბეტ ელინგსენის რუსეთში დარჩენა შეუძლებელია", - წერია საიტზე განთავსებულ ზახაროვას კომენტარში.