რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხეა, ამის შესახებ მან ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

 იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა შეცდომაა.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის, აზიას, ეს შეუწყნარებელია,“ - აღნიშნა კიშიდამ.