პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან დ მოლდოვადან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისივე თქმით, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება.
„29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა.
უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან დ მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ანა ფოტიგა.
#OTD 29 YA Sokhumi 🇬🇪 fell to the Russian provoked & backed forces, followed by ethnic-cleansing and massacres, forcefully displacing more than 250k people from their homes.
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 27, 2022
Today, Ukrainian heroic struggle for freedom created a chance to defeat Russian imperialistic goals. 1/2 pic.twitter.com/iVI33Gl5G6