პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულის დაკავების გამო, რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსულის დაკავება და დაკითხვა საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის აშკარა დარღვევაა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კონსულის დაკავება მიუღებელი ქმედება იყო, რადგან მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა იაპონელი დიპლომატის, დაკავების შესახებ ორშაბათს განაცხადა. რუსული სპეცსამსახურები კონსულს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, დიპლომატი გაათავისუფლეს. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და რუსეთის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს.