პუტინმა ამერიკელ ჯაშუშს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა - გაიწვევენ თუ არა მას ომში?

ედვარდ სნოუდენი

26 სექტემბერს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სნოუდენისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, წერს რია ნოვოსტი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიულ პორტალზე.სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისი თხოვნით მიენიჭა. მან ასევე დაამატა, რომ სნოუდენს არ გამოიძახებენ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რადგან ის არ მსახურობდა რუსეთის ჯარში.2013 წლის ივნისში, სნოუდენმა წამოიწყო დიდი საერთაშორისო სკანდალი Washington Post-სა და Guardian-ის გაზეთებს გადასცა რამდენიმე საიდუმლო მასალა აშშ-ისა და ბრიტანეთის სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინტერნეტში.ამის შემდეგ ის გაფრინდა ჰონკონგში, იქიდან კი მოსკოვში, სადაც გარკვეული დრო გაატარა შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. სხვა ქვეყნებიდან უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა სნოუდენს დროებითი თავშესაფარი ერთი წლით მიანიჭა იმ პირობით, რომ შეწყვეტს თავის საქმიანობას შეერთებული შტატების წინააღმდეგ.2014 წლის აგვისტოში სნოუდენმა მიიღო სამწლიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც საშუალებას აძლევს მას იმოგზაუროს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც. შემდგომში მას მიეცა უვადოდ ბინადრობის ნებართვა. 2020 წლის ნოემბერში ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ გამოაცხადა სნოუდენის განზრახვა, მიეღო რუსეთის მოქალაქეობა.