13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს და თავის ხალხს, რუსეთი არ იმარჯვებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა ნახევარი მილიონი ადამიანი დაკარგა უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლების მოსაპოვებლად და ოკუპაციისთვის. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის ოთხი წლის შემდეგ იმარჯვებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი შეჩერდება, ამიტომაც უკრაინის მოკავშირეები არ უნდა მოდუნდნენ.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება საკუთარი თავის დაცვაში. არ უნდა ვიფიქროთ, მოლაპარაკებების მიმდინარეობის გამო, ეს რაღაცნაირად ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების გაწევა. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი აყოვნებს. ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკებებს როცა ეხება საქმე, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ხელს უშლის ამ მოლაპარაკებებში პროგრესს და ეს არის პუტინი, მხოლოდ პუტინი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან და ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა. ევროპის ქვეყნების ლიდერები დღეს კიევში ჩავიდნენ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.