რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაზე მე მაქვს ჩემი საბოლოო ვადა, ორივე მხარე უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დიდი ხანია, ველოდებით - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას რუსეთ-უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით „თავისი საბოლოო ვადა“ აქვს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორესთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

„მე მაქვს ჩემი საკუთარი საბოლოო ვადა. ორივე მხარეს უნდა მშვიდობა, მაგრამ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვიდნენ. ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. მინდა, გადავარჩინო 5 000 ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით 5 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება კვირაში ამ საშინელ ომში. იცით, თავიდან ეს დავიწყე იმიტომ, რომ არ მომწონდა ის თანხები, რასაც ვიხდიდით, შემდეგ გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი იღუპება. და ეს არის ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანი ელემენტი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.