მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას რუმინეთის დედამიწის ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ბიძგები ოლტენიაში, გორცის საგრაფოში, დაფიქსირდა. მიწისძვრას რამდენიმე წუთში, განმეორებითი, 3.5 და 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.
მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.