პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვითარება უკიდურესად მძიმეა სირიაში, მიწისძვრით დანგრეულ რაიონებში, რომელთა უმეტესობა მოქცეულია ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. სამოქალაქო ომის გამო გართულებულია ამ რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. გასულ შაბათ-კვირას გაერომ შეძლო სირიის ამ ნაწილში თურქეთის ტერიტორიიდან გაეგზავნა ჰუმანიტარული დახმარება 32 სატვირთო ავტომანქანით.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფითსმა ტვიტერზე დაწერა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს იმედი გაუცრუეს და ისინი თავს მიტოვებულად სამართლიანად გრძნობენ, ამიტომ ვალდებული არიან ეს ვითარება რაც შეიძლება სწრაფად გამოასწორონ.
12 თებერვალს, შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს რეზოლუცია და უზრუნველყოს დამატებით ორი სასაზღვრო პუნქტის გახსნა მიწისძვრით დაზარალებული სირიელების დასახმარებლად.
6 თებერვალს მომხდარ 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4574 ადამიანი. მათგან 3160 ასადის რეჟიმთან მებრძოლი მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ რაიონებში. უსახლკაროდ დარჩა ათი ათასობით ადამიანი.