რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული დრონის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიტა ოდობესკუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა.

„რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შემზარავი თავდასხმა განახორციელა. [დრონების] ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ჩვენ ჩვენი მოკავშირეები საქმის კურსში ჩავაყენეთ და მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი ცალსახად გმობს ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებებს“, - დაწერა მან.

გუშინ რუსეთმა უკრაინაში ოდესის ოლქის იზმაილის რაიონი დაბომბა. საჰაერო იერიში დრონებით განხორციელდა. იმ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონების ნამსხვრევები შესაძლოა მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილიყო.