რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომზე: ერთ-ერთი იშვიათი ომია, რომელიც კი ოდესმე მინახავს, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი გგმობთ იმის გამო, რომ ომის დასრულებაში ეხმარებით

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე ისაუბრა და გაკვირვება გამოხატა იმ კრიტიკის გამო, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს მოჰყვა.

რუბიოს განმარტებით, გეოპოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება მას უჩვენებს, რომ სამშვიდობო ძალისხმევა, როგორც წესი, დადებითად ფასდება. თუმცა, უკრაინის შემთხვევაში სულ სხვა სურათი იკვეთება.

„ჩემი დაკვირვებით გეოპოლიტიკაზე, როგორც წესი, როდესაც პრეზიდენტი ცდილობს ჩაერთოს მშვიდობის დამყარებასა და ომების დასრულებაში, ამას ტაშით ხვდებიან.

ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე შემთხვევათაგანი - უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც ზუსტად არ ვიცი და მხოლოდ ვარაუდი შემიძლია - როდესაც ადამიანები რეალურად აკრიტიკებენ პრეზიდენტს იმის გამო, რომ ის ომის დასრულებას ცდილობს.

როგორც წესი, როდესაც ომების დასრულებას ცდილობთ, საერთაშორისო საზოგადოება ტაშს გიკრავთ. ეს ერთ-ერთი იშვიათი ომია, რომელიც კი ოდესმე მინახავს, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი გგმობთ იმის გამო, რომ ომის დასრულებაში ეხმარებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.