რომში კომპანია „ტესლას“ სადილერო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ავტომობილი დაიწვა

tesla

იტალიის დედაქალშ რომში ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ სადილერო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ავტომობილი დაიწვა. აალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაზეც მუშაობს.

ფაქტს თავად მასკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოეხმაურა და მას ტერორიზმი უწოდა.