რომის პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენეს

ვატიკანი

რომის პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენეს. ვატიკანში ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზეა შვეიცარიული გვარდიაც, რომელსაც ვატიკანის უსაფრთხოება აბარია.

პონტიფიკოსს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში 26 აპრილს დაკრძალავენ. ვატიკანის ინფორმაციით, ცერემონია ადგილობრივი დროით, დილის 10:00 საათზე დაიწყება.