1740735174
რომის პაპის ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდება - ვატიკანი

ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ.
„პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“, - ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პაპი მკურნალობას განაგრძობს. საიუბილეო აუდიენცია, რომელიც მისი მონაწილეობით 1 მარტს იყო დაგეგმილი, გაუქმებულია.
88 წლის პაპი რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს მძიმე რესპირატორული ინფექციით მოათავსეს.