1747598145
რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირები გუშინ ესწრებოდნენ პაპის ინაუგურაციასაც რომის წმიდა პეტრეს მოედანზე.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი პაპთან აუდიენციის შემდეგ, ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაგერსაც შეხვდა. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ვატიკანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგი ურთიერთობები არსებობს. მათ განიხილეს ეკლესიასა და ამერიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხი. ასევე მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები.