ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1743968731
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს. მან Agostino Gemelli Hospital-ში 38 დღე გაატარა.
გაწერამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოს შენობის წინ შეკრებილ მორწმუნეები ეტლში მჯდომმა, აივნიდან დალოცა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა, ხუთი კვირის განმავლობაში. პაპმა რამდენიმე სიტყვით მიმართა შეკრებილებს და თქვა: „მე ვხედავ ქალს ყვითელი ყვავილებით. ბრავო!“
აივანზე ყოფნის დროს, ფრანცისკე თავისით სუნთქავდა, მაგრამ ვატიკანისკენ მიმავალ გზაზე, ავტომობილში ჟანგბადის გამოყენება დასჭირდა.
რომის პაპი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მკურნალობას თავის რეზიდენციაში გააგრძელებს. ექიმებმა, მას ორთვიანი შვებულება და დასვენება ურჩიეს. მისი საზოგადოებრივი საქმიანობა შეიზღუდება.
ექიმების თქმით, რომის პაპი არ უნდა ეწვიოს ადგილებს, სადაც ხალხის დიდი რაოდენობაა.
ცნობისთვის, 88 წლის პაპი ფრანცისკე ბრონქიტით 14 თებერვალს საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა: ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ და მარტის დასაწყისში სუნთქვის აპარატზე მოათავსეს.
ცნობილია, რომ პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი ამოუღეს და მას შემდეგ სუნთქვის პრობლემები აწუხებს
ავტორი: სოფა აბაშიძე