ვინ არის ყველაზე პოპულარული „პრაიმ ჰაუსში“

ჰაუსი

„პრაიმ ჰაუსის“ სოც მედია მენეჯერი გიორგი ნაჭყებია ასახელებს იმ მონაწილეებს, რომლებიც მაყურებლებმა განსაკუთრებით გამოარჩია და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

„გამოვარჩევდი სალომე კაპანაძეს, რომელსაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს ტიკტოკზე, youtube-ზე და Instagram-ზეც. ლიზას ძალიან კარგი, 40%-იანი ზრდა აქვს მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო.

ბიჭებიდან, ფეისბუკზე გიორგი ნაზღაიძეს გამოვარჩევდი, Instagram-ზე პატრიკს, რომელთაც დაახლოებით, 80 000 გამომწერი ჰყავთ. 

ამ კვირის რჩეულია როიალი, ტიკტოკზე 60%-იანი ზრდა აქვს, რაც გასაოცარი შედეგია. უნდა ვთქვა მაზანაზეც, მას აქვს ძალიან დიდი ფან-ბაზა, საკუთარ თავებს მაზანისტებს უწოდებენ“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.