რიანას ბევერლი ჰილზის სახლს, 30 წლამდე ქალმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა

 რიანა

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, რიანას ბევერლი ჰილზის სახლს, 30 წლამდე ქალმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს პოპვარსკვლავი სახლში იმყოფებოდა.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი სახლთან ავტომობილით მივიდა და 10 გასროლა განახორციელა.

მოგვიანებით მისი ავტომობილი რიანას სახლიდან დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, სადაც ქალი დააკავეს. მისი ვინაობა, ჯერჯერობით, არ სახელდება.