დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი დაახრჩო, რადგან მათი რჩენა არ შეეძლო

ინდოეთი

ინდოეთის შტატ თელანგანაში საშინელი დანაშაული მოხდა. მამაკაცმა სამი ქალიშვილი მოკლა. გოგონები ხუთი, შვიდი და რვა წლის იყვნენ. მამამ ისინი რიკშათი წაიყვანა და ტკბილეულის ყიდვას დაჰპირდა, მაგრამ ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან. ამის შესახებ The Scottish Sun იტყობინება.

ნათესავებმა რამდენიმე საათის შემდეგ განგაში ატეხეს. ჩხრეკის დროს ბავშვების ცხედრები წყლის ავზში იპოვეს კამარედის ქალაქში. დაკავებულმა მამაკაცმა დანაშაული აღიარა და მიზეზად შვილების რჩენის უუნარობა დაასახელა.