1772995280
ზელენსკის ცნობით, უკრაინამ იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა
უკრაინამ იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა დახმარება უკრაინას ხუთშაბათს სთხოვა, რასაც კიევმა დაუყოვნებლივ უპასუხა.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ექსპერტებს გამოვგზავნით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას და მის გუნდს ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან დახმარება სთხოვეს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას „ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან“









