Reuters: მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ გამორიცხა

ბარელი ნავთობი

მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება შესაძლებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, როგორც სააგენტო იუწყება, Brent-ის მარკის ერთი ბარელის ნავთობის ფასი 1,89 დოლარით შემცირდა და 107,98 დოლარი შეადგინა.

West Texas Intermediate-ის ამერიკული ნავთობის ერთი ბარელის ფასი 1,8%-ით 100,44 დოლარამდე შემცირდა. მანამდე მისი ღირებულება 100,77 დოლარს შეადგენდა.