„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო...“ - ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
1752782002
კენიის დედაქალაქ ნაირობიში, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას საპროტესტო აქციის, სულ მცირე, ხუთი მონაწილე ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავდა.
ქვეყანაში საპროტესტო აქცია გადასახადების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.
როგორც სააგენტო Reuters იუწყება, პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მეშვეობით საპროტესტო აქცია ვერ დაშალა.