მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1735206452
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაიდენმა საკუთარი ვაჟი. მას ბრალი იარაღის შეძენა-ფლობასა და 9 საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა.
ბაიდენის თქმით, შვილი იმის გამო შეიწყალა, რომ ის შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა. შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის სრული და უპირობო შეწყალება და ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას ტრამპი ვერ შეძლებს.