Reuters: აშშ-მა ფილიპინებში რაკეტების გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში

ნკ

შეერთებულმა შტატებმა ფილიპინებში რაკეტების გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია მრავალფუნქციური რაკეტები რამდენიმე ათას კილომეტრზე ისროლოს, ლაოაგის აეროდრომიდან კუნძულ ლუსონის სხვა ნაწილში გადაიტანეს.

„ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და „ეს-ემ-6“ ტიპის რაკეტები.