ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით.
ამის შესახებ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ანკარის ჩართვა ევროპისთვის განკუთვნილ ზოგიერთ თავდაცვით ინიციატივაში, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის თავდაცვით ინიციატივებში მონაწილეობის, შეზღუდვამ შესაძლოა, ალიანსში განხეთქილება გამოიწვიოს.
„მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით არსებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. საღ აზრსა და გონივრულობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მოდელი სრულიად შესაძლებელია. ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების გამორიცხვა ევროპაში ხელოვნურ განხეთქილებას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთს ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს და ბოლო წლებში იარაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწარმოებლად და ექსპორტიორად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა არაერთხელ გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო ევროკავშირის უსაფრთხოების ინიციატივებში, მათ შორის SAFE-ის პროგრამაში, რომელიც წევრი ქვეყნების გადაიარაღებისთვის სესხების გამოყოფას ითვალისწინებს, პოლიტიკური უთანხმოებების გამო თურქეთი ამ დრომდე ამ პროცესების მიღმა რჩება.