ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
1752785756
ჩვენ არ დავეთანხმებით სირიის დაშლას ან მისი უნიტარული სტრუქტურის მოშლას რაიმე საფარქვეშ და ამ კუთხით თუ რისკს დავინახავთ, სასწრაფოდ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის სურვილი, მოლოდინები და პოლიტიკა ემთხვევა სირიის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელსაც სურს ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე დაფუძნებული სირიის აშენება.
„ერთადერთი ბედი, რომელიც ელოდებათ მათ, ვინც ტერორიზმსა და ძალადობას ირჩევს, არის მიწაში დამარხვა მათ იარაღთან ერთად. ამას ღიად ვამბობ: ამას ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის ხელს. თურქეთმა არაერთხელ აჩვენა, როგორ აქვს უკომპრომისო ნება, დაიცვას თავისი გადარჩენა და უსაფრთხოება. საქმე თუ იქამდე მივიდა, ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად ისევ მოვიდეთ. წრე იხურება სეპარატისტულ ორგანიზაციასთან და მის დანაყოფებთან სირიაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.