რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?
1727716506
რეგიონი და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა სასტიკი ტერორისტის, ნასრალას გარეშე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამტკიცებს, რომ დიპლომატია რჩება საუკეთესო და ერთადერთ გზად უფრო დიდი სტაბილურობის მისაღწევად ახლო აღმოსავლეთში.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას, რომ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ღაზაში.
ცნობისთვის, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.