დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზემოუბნის, ბარათაშვილის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, ხევსურთსოფელი, ტოლაანთსოფელი, ბოჭორმა, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.