რატომ გამოჩნდა უილ სმიტის ვაჟი თავზე ციხესიმაგრით, რომელიც 4500 დოლარი ღირს

ჯეიდენ სმიტი

წლევანდელი "გრემის" დაჯილდოების ცერემონია მაყურებელს ყველაზე მეტად კანიე უესტის ცოლის - ბიანკას სიშიშვლით და ჯეიდენ სმიტის ციხესიმაგრიანი თავით დაამახსოვრდა. ჯეიდენი თავზე ციხესიმაგრით ინტერნეტ-მემების თემად იქცა და ბევრი ხუმრობს ამაზე. 

როგორც ირკვევა, თავსაბურავი 2013 წელს შექმნა უნგრელმა დიზაინერმა დორა ებოდიმ და მისი ტრანსილვანიური ფესვებით არის შთაგონებული. რუმინეთის ეს რეგიონი ხომ ბრემ სტოკერის რომანის "დრაკულას" წყალობით ვამპირებთან ასოცირდება. მთავარი გმირი კი ბრანის ციხესიმაგრეშია განმარტოებული. ებოდის საგვარეულო ტრანსილვანიიდან არის და მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი წინაპრები თავადები იყვნენ. სწორედ რუმინული ლეგენდები, ფოლკლორი და ასევე "სისხლიანი გრაფინიას", ცნობილი ელიზაბეტ ბატორის ისტორია არის ასახული ებოდის ნამუშევრებში.

ამ გოთიკურ თავსაბურავს, რომელიც 4500 დოლარზე მეტი ღირს და შეკვეთით მზადდება, სწორედ "ვამპირის ციხესიმაგრე" ეწოდება და როგორც დიზაინერი ამბობს, ეს აქსესუარი არის მარადიულობის, მგრძნობიარობის და სიმტკიცის სიმბოლო... ვრცლად