წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა. კომპანია აღდგენის დროს ასახელებს.

სამგორი, კახეთის გზატკეცილის და ერეკლე მეორეს ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/3/2025 23:00 დან 2/4/2025 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აეროპორტის დასახლებას, იგოთის ქუჩას, კახეთის გზატკეცილის N75 და N83. ხვედელიანის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეროის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ქებურიას, იუმაშევის, რუსთაველის( მარიამ ორახელაშვილის) მიხეილ ღლონტის და ივანე ფრანგულიანის ქუჩებს და ლილოს დას. 1 მკ-რ N10, N11, N12.

გლდანი, მარატ ნოზაძის ქ. N 29 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/3/2025 22:00 დან 2/4/2025 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მარატ ნოზაძის, კერესელიძეს ქუჩებს.

საბურთალო, სოფ.დიღომი, გრ.ხანძთელის ქ. N 4 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/3/2025 19:15 დან 2/4/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიღომში: თოფჩიშვილი, მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს.