რას ამბობენ კიევში დუგინის ქალიშვილის მკვლელობის შესახებ

დუუგინი

გასულ ღამეს მოსკოვის რეგიონში მომხდარ აფეთქებაზე, რა დროსაც რუსი ფილოსოფოსის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა. 

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლის გასაზრდელად, რათა გაიზარდოს უკრაინის მიმართ სიძულვილის ხარისხი, ასევე შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაცია.