რამდენიმედღიანი არასტაბილურობის შემდეგ უოლ სტრიტის საფონდო ბირჟამ ისტორიული ზრდა აჩვენა - მედია

საფონდო ბირჟა

რამდენიმედღიანი არასტაბილურობის შემდეგ უოლ სტრიტის საფონდო ბირჟამ ისტორიული ზრდა აჩვენა.

როგორც უცხოური მედია წერს, ინდექსი S&P 500 9.5%-ით გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია.

ასევე, 12,2%-ით გაიზარდა Nasdaq-ის ინდექსი.

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ათობით ქვეყნისთვის 90 დღით შეაჩერა ტარიფები, მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ზრდა დაიწყო.