რამდენი ადამიანი იბადება და კვდება ყოველწლიურად - ნახეთ მონაცემები

ჩვილი

მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით, გასული საუკუნის განმავლობაში. 1900 წელს დედამიწაზე 2 მილიარდზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეისათვის ჩვენი რიცხვი, დაახლოებით, 8 045 311 488-ს შეადგენს.

მსოფლიო პოპულაციის ცვლილებებს ორი ცვლადი განსაზღვრავს: ჩვილებისა და დაღუპულების რაოდენობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

 

რამდენი ჩვილი იბადება ყოველწლიურად

1950 წელს დაიბადა 92,08 მილიონი ბავშვი, ხოლო 2022 წელს - 133,99 მილიონი.

 

რამდენი ადამიანი კვდება ყოველწლიურად

2022 წელს 67,1 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 

 

როდის შეწყდება მსოფლიო პოპულაციის ზრდა

როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიუახლოვდება ჩვილების რაოდენობას, გლობალური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დასრულდება. და მაინც, როდის მოხდება ეს?

პროგნოზები აჩვენებს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შობადობის წლიური რაოდენობა, დაახლოებით, 130-დან 140 მილიონამდე შენარჩუნდება. თუმცა, საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ეს რიცხვი კლებას დაიწყებს. მსოფლიო მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა წლიური რიცხვი საუკუნის ბოლოს შობადობის რიცხვს გაუტოლდება. შესაბამისად, მსოფლიო პოპულაციის ზრდის შეწყვეტას საუკუნის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.