რუსთაველის ეროვნული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1789809933
ირანში 7 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის, 2 ქალი და 5 მამაკაცია, - ამის შესახებ Times of Israel-ი ნორვეგიაში დაფუძნებულ ირანში ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.
სიკვდილით დასჯილ პატიმრებს შორის ერთ-ერთი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, დანარჩენებს კი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 2024 წელს ირანში სიკვდილით უკვე 223 ადამიანი დასაჯეს, აქედან 50 მიმდინარე თვეში. სიკვდილით დასჯილთა დიდი ნაწილი ქალია.