„წყალი 17 საათით შეწყდება“ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1772630951
ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან გადაუჭრელი საკითხების გადაწყვეტაზე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „იქსზე“ წერს.
მისი თქმით, ირანი უარს აცხადებს, საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს სრული წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ საკითხზე, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას.
„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემს ანგარიშებში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული ვიყავი: მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნის მტკიცებულება, ბირთვული იარაღის ხარისხთან ახლოს არსებული გამდიდრებული ურანის დიდი მარაგები და ჩვენი ინსპექტორებისთვის სრულ წვდომაზე უარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ მიზეზების გამო ჩემს წინა ანგარიშებში მინიშნებულია – ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“, – წერს გროსი.