მოსალოდნელია ქარი და წვიმა - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1772641063
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იძიებს თავდასხმას, რომელმაც ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„ერთადერთი, რაც ვიცი და რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევას ვიძიებთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა, როდესაც მას სთხოვეს განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იცის ადმინისტრაციამ მომხდარი თავდასხმის თაობაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები არასდროს ყოფილა, თუმცა ამ საკითხს ვსწავლობთ და ვიძიებთ“, - დასძინა მან, რითაც მიანიშნა, რომ გადამოწმების პროცესი გრძელდება.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ მინაბში განხორციელებულ დარტყმას ძირითადად ბავშვები ემსხვერპლნენ.