„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვედრა სტამბოლში დოლმა ბაჰჩეს სასახლეში ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან თურქული მხარის წარმომადგენლები. უცნობია, იქნება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რომელიც დიალოგს უნდა დააკვირდეს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, უკრაინა-რუსეთის დელეგაციების პირისპირ შეხვედრამდე, ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინულ მხარეს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის კომუნიკაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში. ასეთი შეხვედრა უდავოდ აუცილებელია როგორც რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო საკითხებისა და რეგიონული პრობლემების უმაღლეს დონეზე სერიოზულად განსახილველად, მაგრამ მსგავსი აუდიენცია წინასწარ მომზადებას მოითხოვს, რის შემდეგაც, მათი შეხვედრა აუცილებლად გამოიღებს შედეგებს", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.