რა მოუვიდა ცხვრის ფარას, რომლებმაც კანაფის პლანტაცია „მოძოვეს“ - შემთხვევის შესახებ მწყემსი ჰყვება

ცხვრები

საბერძნეთში ცხვარი კანაფის სათბურში შეიჭრა და თითქმის მთელი პლანტაცია შეჭამა. ამის შესახებ Greek Reporter იუწყება.

ნახირი, რომელიც ძოვდა თესალონიკის ნახევრად დატბორილ დაბლობზე, ბალახის საძიებლად სამედიცინო კანაფის სათბურში შეიჭრა და პლანტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი „მოძოვა“.

მწყემსი რომელიც მოგვიანებით ფარას დაეწია, ცხვრების აღტყინებულმა ქცევამ დააფიქრა. საბოლოოდ, კი გაირკვა, რომ ცხვრებმა მოახერხეს კანაფის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეჭმა, რაც მათ უცნაურ ქცევაზე აისახა კიდეც.

კანაფის პლანტაციის მფლობელმა ფერმერმა განმარტა, რომ ცხოველებმა დაახლოებით 100 კილოგრამი მოსავალი გაანადგურეს. ამავდროულად, მან ჟურნალისტებს შესჩივლა, რომ ადრე მისი მოსავლის ნაწილი ქარიშხალმა „დანიელმა“ დააზიანა. „არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო“, - უთხრა ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ ფერმერმა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ცხელი ძაღლი 6“ იწყებაო?!“ - „ლექსო“ „ქათამაძესთან“ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ტყუპების ისტორია, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ იდენტური ცხოვრება განვლეს

„ადამიანებს ეჩვენებათ საშიში გარეგნობის მქონე არსება, რომელიც მათ უახლოვდება" - რა არის ძილის დამბლა?