„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
Sleep paralysis, იგივე ძილის დამბლა საერთო პოპულაციის 8%-ს ანუ 602 მილიონ ადამიანს აქვს გამოცდილი. ადამიანები, რომლებიც ძილის დამბლას ან ძილის ატონიას განიცდიან, აცხადებენ, რომ განიცდიან დროებით პარალიზებას, არ შეუძლიათ სუნთქვა, უჭირთ ლაპარაკი და ემართებათ ჰალუცინაციები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება არ არის რეალური, ის არ მიუთითებს ფსიქოზზე. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ძირითადად სტრესში მყოფ ადამიანებს ემართებათ. ძილის დამბლა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ პირველი სიმპტომები ძირითადად ბავშვობაში, მოზარდობაში ან ახალგაზრდობაში ვლინდება.
ძილის დამბლა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იღვიძებს, თუმცა, არ აქვს მოძრაობის უნარი და უჭირს სუნთქვა. სანამ სხეული ძილის ბოლო სტადიაში, იგივე Rapid eye movements-ში (თვალების სწრაფ მოძრაობაში) შევა, სხეულის ტემპერატურა იკლებს და იზღუდება ტვინის ღეროში ნეირონების კომუნიკაცია, რაც ახდენს იმობილიზაციას და ხელს უშლის როგორც სიზმრების ქონას, ასევე სუნთქვას.
ეს ფენომენი ადამიანს ემართება მაშინ, როდესაც ძილის პროცესში სხეული და ტვინი არ არიან სინქრონიზებულნი. ძილის დროს ტვინი აგზავნის შეტყობინებას ნერვულ სისტემაში და ამშვიდებს კუნთებს. ამ დროს, ორგანიზმი იმდენად მოდუნებულია, რომ ხდება უმოქმედო. როდესაც ტვინი ფხიზლდება, ის იძლევა ბრძანებას, დაასრულოს ან დაიწყოს დამბლა. ამ დროს კი, როდესაც კუნთები მიძინებულ მდგომარეობაშია, ხოლო გონება ფხიზლობს ადამიანი განიცდის დამბლას, რაც ააქტიურებს ლიმბურ სისტემას, რაც იწვევს შიშისა და პანიკის შეგრძნებას. ასეთ დროს კი ხშირია ვიზუალური და სმენადი ჰალუცინაციები.
ძილის დამბლის დროს განცდილი ჰალუცინაციები სამ კატეგორიად იყოფა.
ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან 20 წუთამდე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი წუთია. უმეტეს შემთხვევაში, ძილის დამბლა თავისით სრულდება, მაგრამ ხანდახან წყდება სხვა ადამიანის შეხებით ან მოძრაობის ინტენსიური ძალისხმევით.
ჯერ კიდევ ძველ მესოპოტამიასა და რომის იმპერიაში ითვლებოდა, რომ არსებობდა დემონი, რომელსაც "ინკუბუსს" უწოდებდნენ. ამბობდნემ რომ ინკუბუსი ადამიანის მკერდზე ჯდებოდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 400 წელს ჩინელები ძილის დროს განცდილ უცნაურ გამოცდილებაზე წერდნენ. ძველი ჩინური ტექსტები კი ძილის დამბლის პირველ გამოცდილებად ითვლება.
1664 წელს ჰოლანდიელმა ექიმმა ექიმმა ისბრანდ ვან დიმერბროკმა ძილის დამბლის დროს განცდილი ისტორიების კრებული დაწერა, რომელშიც აღწერილია 50 წლის ქალის ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები. დიმერბროკმა ასევე აღმოაჩინა, რომ ადამიანებს ძილის დამბლა უფრო ხშირად მაშინ ემართებოდათ, როდესაც ისინი ზურგზე იწვნენ.
1979 წელს ძილის მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ ძილის დამბლა ძილისა და აგზნების აშლილობად აღიარა. 1003 წელს კი გაირკვა, რომ ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის მქონე ადამიანებს დაღლილობისა და სტრესის გამო ძილის ატონიის უფრო მეტი შემთხვევა ჰქონდათ, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს.
1999 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ძილის დამბლას სტუდენტების 20% განიცდიდა.
2013 წელს ძილის დამბლის მაჩვენებელი 65 პროცენტამდე გაიზარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე კამბოჯელ ლტოლვილთა ჯგუფში (PTSD). ძილის დამბლის გაზრდილი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ სტრესმა, დაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ და ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის ატონია.
ძილის დამბლის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ექიმთან კოლსუნტაცია, რათა გამოვლინდეს ის პრობლემები, რომლებიც ხელს უწყობენ ეპიზოდების სიხშირესა და სიმძიმეს. აღნიშნული გამოცდილება მჭიდრო კავშირშია ინსომნიასა და სხვა ძილის პრობლემებთან, რის გამოც აუცილებელია ძილის რეჟიმის გამოსწორება.
ასევე ნახეთ:
ძაღლებს ადამიანებში სტრესის ამოცნობა შეუძლიათ - კვლევა
როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ჩვენს ჯანმრთელობაზე
მექსიკაში უფოლოგმა ორი უცხოპლანეტელის გვამი წარადგინა: „ჩვენ მარტო არ ვართ“
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019