ტყუპების ისტორია, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ იდენტური ცხოვრება განვლეს

ტყუპები

ჯეიმს (ჯიმ) ლუისი 1940 წელს, სამი კვირის ასაკში იშვილეს. აღმზრდელმა მშობლებმა მას ჯეიმსი დაარქვეს. მას ჰყავდა ძაღლი სახელად თოი. სკოლაში ის განსაკუთრებულად კარგად სწავლობდა მათემატიკასა და ხელობას, თუმცა, არ უყვარდა მართლწერა. მოგვიანებით, მან იქორწინა ქალზე, სახელად ლინდაზე. რამდენიმე წლის შემდეგ, ჯიმი ლინდას დაშორდა და ცოლად შეირთო ქალი, სახელად ბეტი. მას ჰყავდა ვაჟი, სახელად ჯეიმს ალან ლუისი. კაცი მუშაობდა დაცვაში, მართავდა Chevrolet-ს მარკის ავტომობილს და გახლდათ მწეველი.

ჯეიმს (ჯიმ) სპრინგერი 1940 წელს, მხოლოდ სამი კვირის იყო, როდესაც იშვილეს. მას აღმზრდელმა მშობლებმა ჯეიმსი დაარქვეს. როგორც ჯეიმს ლუისს, მასაც ჰყავდა ძაღლი, სახელად თოი. სკოლაში განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა და ხელობა, მაგრამ ვერ იტანდა მართლწერას. იქორწინა ქალზე, სახელად ლინდაზე, რომელსაც მოგვიანებით დაშორდა და ცოლად შეირთო ქალი, სახელად ბეტი. ჰყავდა ვაჟი - ჯეიმს ალან სპინგერი. მუშაობდა შერიფის მოადგილედ, მართავდა Chevrolet-ს და იყო მწეველი.

1979 წელს, ჯიმ ლუისი და ჯიმ სპირგერი ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც გაირკვა, ისინი ტყუპები იყვნენ. იდენტური ტყუპები, რომლებიც ცალ-ცალკე იზრდებიან, მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევენ შეისწავლონ, თუ როგორ მოქმედებს გარემო და გენეტიკა ადამიანის განვითარებაზე.

ორივე ჯიმის აღმზრდელმა დედამ იცოდა, რომ მათ ვაჟებს ტყუპი ძმა ჰყავდათ. სპინგერის დედის ინფორმაციით, მისი შვილის ტყუპისცალი გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება ლუისის მშობელს, მან გაცილებით მეტი იცოდა. როდესაც ის სასამართლოში შვილად აყვანის ხელშეკრულებას ხელს აწერდა, ერთ-ერთმა დამსწრემ ახსენა, რომ "მეორე ბავშვსაც" ჯეიმსი ერქვა. სწორედ ამ მინიშნებით მიაკვლია ჯიმ ლუისმა თავის ტყუპისცალს.

39 წლის ასაკში ჯიმ ლუისმა ბიოლოგიური ძმის ვინაობა გაიგო და მას დაუკავშირდა. ოთხი დღის შემდეგ, ტყუპები ერთმანეთს შეხვდნენ და მათ შორის უამრავი მსგავსება აღმოაჩინეს. ორივე მათგანს აწუხებდა თავის ტკივილები, მიდრეკილება ჰქონდათ ფრჩხილების კვნეტისკენ, ეწეოდნენ ერთი და იგივე ბრენდის სიგარეტს და ფლორიდის ერთსა და იმავე, პატარა სანაპიროზე ისვენებდნენ. ორივეს ჰყავდა ძმა, სახელად ლარი და ორივე მათგანი საუბრობდა ერთი და იგივე სლენგით.

"სპრინგერს და ლუისს ორივეს თავის ტკივილის თავისებური ელემენტები აქვთ", - თქვა ექიმმა ლეონარდ ჰესტონმა, მინესოტას გუნდის წევრმა. „სინდრომი ორივეს 18 წლის ასაკში დაეწყო; თითოეული იღებს მას ინვალიდობის იგივე ხარისხით და იგივე სიხშირით - და მათ თითქმის იდენტური სიტყვები გამოიყენეს მის აღსაწერად.

ბიოლოგიურმა მშობლებმა ისინი ცალ-ცალკე გააშვილეს და დააშორეს, თუმცა, მიუხედავად ამისა მათ თითქმის იდენტური ცხოვრება განვლეს.

ასევე ნახეთ:

მითი თუ რეალობა? - თოჯინას რეალური ისტორია, რომელშიც დემონური სული ცხოვრობდა

რა კავშირშია დაბადების თვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

„ქალებს ფანჯრის მინა ჩაუმსხვრევიათ, ნამსხვრევებით პერანგები დაუჭრიათ, ჩვილი რომ გაეხვიათ...“ - კომუნიზმის იდეას შეწირული ოჯახის შთამომავლების მოგონება