რა ხდება ამ დროისთვის დაღესტანში, სადაც წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

დაღესტანი

დაღესტანში, დერბენტის რაიონში ევაკუაცია დაიწყო, იგეგმება ოთხი ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა. ამის შესახებ წერს „ინტერფაქსი“ რუსეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (МЧС) მონაცემებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობის თანახმად, გეჯუხის წყალსაცავის გადავსების გამო დერბენტის რაიონში დატბორვის საფრთხე არსებობს. „პრევენციული მიზნით მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. საერთო ჯამში უსაფრთხო ზონაში გადაყვანილია 4165 ადამიანი, მათ შორის 823 ბავშვი,“ - განაცხადეს უწყებაში.

ამასთან ძლიერმა წვიმების დროს ჩამოწოლილმა მეწყერმა ქალაქ მახაჩყალაში, სამსართულიანი შენობა ჩამოანგრია.. ჩამონგრევის საფრთხის გამო, კიდევ ოთხი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

მედიის ცნობით, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, შენობის საძირკველი დაზიანდა, რის შემდეგაც შენობა ჩამოინგრა.