რა ბედი ეწევა დედოფლის საყვარელ ძაღლებს მისი გარდაცვალების შემდეგ

დედოფალი ძაღლთან ერთად

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქის, დედოფალ ელიზაბედ II- ის გარდაცვალების შემდეგ მთელი მსოფლიო შეწუხდა. მისი უდიდებულესობა ხუთშაბათს, 8 სექტემბერს გარდაიცვალა და მას შემდეგ სამეფო გულშემატკივრები გლოვობენ და პატივს მიაგებენ მას.

არაერთმა ადამიანმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა დედოფლის საყვარელ ძაღლს. იორკის ჰერცოგმა და მისმა ყოფილმა მეუღლემ დაადასტურეს, რომ ისინი ძაღლებს მოუვლიან.

პრინცი ენდრიუს სპიკერმა თქვა, რომ ის და სარა, იორკის ჰერცოგინია მოუვლიან მუიკსა და სენდის - ორ ძაღლს, რომელიც მონარქმა საჩუქრად მისი შვილისგან მიიღო.

მთელი თავისი 70-წლიანი მეფობის განმავლობაში, დედოფალს 30-ზე მეტ კორგის ძაღლი ჰყავდა და ამ ჯიშის სიყვარულით ცნობილი იყო. ლეკვები ეხმარებოდნენ მონარქის გართობაში, სანამ ედინბურგის ჰერცოგი საავადმყოფოში იმყოფებოდა.

დედოფალი მაქსიმალურად უვლიდა საკუთარ ძაღლებს და უინძორში გატარებულ შაბათ-კვირას, იქ კორგიებიც ცხოვრობდნენ.