პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირლანდიური კლუბის ფანებმა დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბედ მეორეს დასცინეს. მათ „იურგორდენთან" გამართული კონფერენს ლიგის მატჩის დროს სპეციალური ჩენტი რამდენჯერმე შეასრულეს.
ბრიტანეთის დედოფალი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, რაც ირლანდიელ გულშემატკივრებს გაუხარდათ. „შემროქის“ ფანები ჯერ სკანდირებდნენ: „ლიზი კუბოშია!", შემდეგ კი "ლიზიმ კუბოში ითამაშა!“
"შემროქ როვერსმა" ოფიციალური განცხადებით დაგმო ფანების ეს ქმედება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კლუბის ღირებულებებიდან გამომდინარე მსგავსი საქციელი მიუღებელია.
96 წლის ელიზაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა. მას 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
ცნობისთვის: ირლანდიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1922 წელს მოიპოვა, მაგრამ შეინარჩუნა კონტროლი ჩრდილოეთ ირლანდიაზე, რამაც გამოიწვია რელიგიური უთანხმოება რეგიონის პროტესტანტულ უმრავლესობასა და კათოლიკურ უმცირესობას შორის.
ხანგრძლივი დაძაბულობა 1960-იანი წლების ბოლოს ძალადობაში გადაიზარდა, რა დროსაც დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა.
ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი იმ ათეულობით მსოფლიო ლიდერს შორის იყო, რომლებმაც დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.