„3.500 კილომეტრი მშვიდობისთვის“ - უკრაინელების დასახმარებლად ქალმა მოტოციკლით უნდა იმოგზაუროს

atneli mogzauri

„3.500 კმ უკრაინის მშვიდობისთვის“- ასე დაარქვა მოგზაურობას ათენელმა პოლიტიმმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოტოციკლეტით​ უკრაინა - რუმინეთის საზღვრამდე ჩავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალბატონმა უკვე გახსნა სპეციალური ანგარიში სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. პოლიტიმი მოუწოდებს საზოგადოებას, ვისაც მცირეოდენით მაინც შეუძლია დახმარება, გამოიჩინოს გულისხმიერება და ანგარიშზე თანხა შეიტანოს, თუნდაც 1 ან 2 ევრო.

IBAN: GR3401720530005053105774421, Τράπεζα Πειραιώς.
მიმღები: უკრაინის საკონსულო

პოლიტიმი აპირებს, რომ უკრაინაში ლტოლვილები მოინახულოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს ომით დაზარალებული ადამიანების დახმარებაში. როგორც ის ამბობს, ამ მდგომარეობაში არ შეეძლო უმოქმედოდ ყოფნა და პირადად გადაწყვიტა, მოხალისედ წასვლა.